შსს-ს აღიარება: „ვერ ვუზრუნველყოფდით „პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას“

,,იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც სურდათ მათ ამ ღონისძიების ჩატარება, შსს ვერ უზრუნველყოფდა სათანადო უსაფრთხოების დაცვას,”-  განაცხადა დღეს, 6 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადოლე ალექსანდრე დარახველიძემ.

დარახველიძის თქმით, აფრთხილებდნენ ,,პარაიდის” წარმომადგენლებს, რომ ვერ მოხდებოდა მათი უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა, რადგანაც საზოგადოების პროტესტის გამო, იყო გარკვეული რისკები და სწორედ ამიტომ, მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზეს.

შეგახსენებთ: 5 და 6 ივლისს, მოძალადე-რადიკალები ფიზიკურად გაუსწორდნენ 60-მდე მედიის წარმომადგენლებს, დაარბიეს რამდენიმე ორგანიზაციის ოფისი, მათ შორის ,,თბილისი პრაიდის” და მოძრაობა ,,სირცხვილიას ოფისები”, პარლამენტის წინ ჩამოხსნეს და შემდგომ დაწვეს ევროკავშირის დროშა, თუმა შსს-მ სპეციალური დანიშნულების რაზმის და წყლის ჭავლის გამოყენება, მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ცნობისთვის: 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, სპეცდანიშნულების რაზმმა ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიებით, ცრმლსადენი გაზითა და რეზინის ხელკეტებით დაშალა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და თვალი დაკარგა.

 

შსს-მ, სხვადასხვა დროს, ასევე, წყლის ჭავლით დაარბია რამდენიმე ოპოზიციური აქცია.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share