შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევისა, სხვადასხვა კონკურსებში აქტიურობითაც გამოირჩევიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები – საბა ჯიბუტი,  ქეთი ჯიბუტი და ნია სიხარულიძე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მათ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაწერეს წერილი თემაზე: „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით“.

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველის ფოსტის“ ორგანიზებით ჩატარდა.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share