საქართველოს მთავრობა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის და მშობლებსა და ბავშვებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
მშობლების საყურადღებოდ:
არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მას აქვს მომატებული ტემპერატურა (37° და მეტი), ხველა, სურდო ან სხვა რესპირატორული სიმპტომი;
ამ შემთხვევაში აცნობეთ სკოლას ბავშვის გამოუცხადებლობის მიზეზი;
გამოიძახეთ ოჯახის ექიმი ან დარეკეთ 112-ზე;
სკოლაში ბავშვებმა:
უნდა დაიცვან მინიმუმ, 1-მეტრიანი დისტანცია;
ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და დაიმუშაონ სპირტიანი ხსნარით;
თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია „Covid 19-ის“ წინააღმდეგ ბრძოლაში – მთავრობის ადაპტაციისა და მართვის გეგმის აღრსულებაში!