“დროშის დახევა არის ანტიქრისტიანული ქმედება იმიტომ, რომ თუ ვინმეს აინტერესებს, ქრისტიანული ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრე პირდაპირ დასავლეთია, ევროპაა.
დავით აღმაშენებელს ეშლებოდა, ჯვაროსნებთან მოკავშირეობა რომ გადაწყვიტა?! რამე ხელს უშლიდა, “ერთმორწმუნე” ბიზანტიასთან რომ დაედო ხელშეკრულება?! არა! ფარსმან II რომ რომში ჩავიდა, მაშინ დადგინა ამ ქვეყნის ორიენტაცია და როგორმე მანიაკი ბიძინას შესაცვლელი ეს არ არის და ვერც შეცვლის ვერავინ.
ასე ეხმაურება გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში პარლამენტის დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ჰომოფობი მოძალადეების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯას და დაწვას.