9 წლის ბარბარე მამალაძის წარმატებული საჩოგბურთო დებიუტი

2 – 7 ივლისს ქ. ბათუმში აჭარის ღია პირველობა გაიმართა ჩიგბურთში.

აღნიშნულ ტურნირზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საჩოგბურთო სექციის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს. 🙋‍♀️🎾 ოზურგეთელი ჩოგბურთელებიდან თავი გამოიჩინა 9 წლის ბარბარე მამალაძემ,რომელმაც თავის სადებიუტო ტურნირზე ჯგუფში ჩატარებული სამი თამაშიდან ორი მოიგო.

ბარბარემ – ანა დონდოლაძე 3 – 5 ; 4 – 0 ; 9 – 7 ტბრ ასევე , ანასტასია ჯინჭარაძე 4 – 1 ; 5 – 4 ( 7- 4 ტბრ) დაამარცხა. 9 წლის ბარბარე მხოლოდ ალინა ხალვაშთან 2 – 4 ; 0 – 4 დამარცხდა.

ბარბარე მამალაძის თამაშმა მიიპყრო ადგილობრივთა თუ სტუმართა დიდი ყურადღება . პატარა გიგომ გამოავლინა ნამდვილი მებრძოლი ხასიათი და გამარჯვების ჟინი, რაც მეტად საჭიროა გადამწყვეტ მომენტში.

იყო შემთხვევა როცა პირველ მატჩში ბარბარეს მეტოქეს გეიმის მოგება შეცდომით ჩაუთვალეს და ამან სეტებს შორის თანაფარდობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბარბარემ საოცარი თავშეკავებულობა გამოავლინა გადამწყვეტი სეტის ,,სუპერ ტაიბრეიკში” და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

სამწუხარიდ ასპარეზობის შემდგომ ეტაპზე გაგრძელების უფლება ბარბარეს ტურნირის ფორმატმა არ მისცა, რადგან ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ჯგუფის პირველადგილოსნები აგრძელებდნენ ნახევარფინალში ასპარეზობას. ,, 9 წლის ბარბარეს მიერ ნაჩვენები შედეგი თავის სადებიუტო პირველობაზე (სამი მატჩი ,ორი გამარჯვება) სავსებით მისაღები, უფრო მეტიც წარმატებაა. აშკარაა რომ ეს პატარა გიგო ბევრად უკეთეს საჩოგბურთო პირობებში ვარჯიშს იმსახურებს. იმედს ვიტოვებ, რომ მალე ასე იქნება. ბაებარეს დიდი მომავალი აქვს. საჩოგბურთო ტურნირებზე ხშირი მონაწილეობა კი დიდად შეუწყობს ხელს მისი და ასევე სხვა ბავშვების თამაშის დონის ამაღლებასა და საჩოგბურთო კუთხით განვითარებას. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპირტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალურ დირექტოეს , გელა შაფაქიძეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის” – გივი სიამაშვილი – მწვრთნელი

ოზურგეთელი ბავშვები ტურნირისთვის მწვრთნელებმა : დავით თავართქილაძემ, გივი სიამაშვილმა და მამუკა კილაძემ მოამზადეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share