„საზოგადოებამ ეს შედეგები, ყველა მეთოდებით უნდა გააპროტესტოს“- არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა ტვ პირველის ეთერში პოეტმა რატი ამაღლობელმა
„საზოგადოებამ ეს შედეგები, ყველა მეთოდებით უნდა გააპროტესტოს. სამარცხვინოა რომ 21-ე საუკუნეში, როცა გავა დრო და იტყვიან, ოციან წლებში საქართველოში ისევ ბირჟები, ქუჩის ხალხი, გარჩევები, გაყალბება, ჩაყრა, ოქმების გადაწერა, ჩხუბი, სროლა კი არ დამთავრდა, უფრო გაღრმავდა, ეს არის სამარცხვინო ამბავი. არა მარტო ჩვენი ეპოქისთვის, არამედ მომავლისთვის.“- აცხადებს ამაღლობელი.