8 ივლისი ისტორიაში – რა მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა ამ დღეს

დღეს 2021 წლის 8 ივლისია. საინტერესოა, რა მნიშვნელოვანი მოვლენებით შევიდა ეს თარიღი ისტორიაში და რა ხდებოდა ამ დღეს წლების წინ.

 

გთავაზობთ 8 ივლისის გამორჩეულ მოვლენებს:

 

 

  • 2010 წლის 8 ივლისს, სოლარ იმპულსის პროექტის თვითმფრინავის პროტოტიპმა, მზის ენერგიის გამოყენებით,  მსოფლიოში პირველი, 26 საათიანი პილოტირებული ფრენა განახორციელა.

 

  • 2000 წლის 8 ივლისს, აშშ-ში ჰარი პოტერის მეოთხე წიგნი „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ გამოიცა.

 

 

  • 1996 წლის 8 ივლისს, ინგლისურმა პოპ ჯგუფმა,Spice Girls-მა  თავისი სადებიუტო სინგლი – Wannabe გამოუშვა. სიმღერა ნამდვილ სენსაციად იქცა. Wannabe-მ გაერთიანებული სამეფოს სინგლების  სათავეებში შვიდი კვირა დაჰყო და ჯგუფს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა.

 

  • 2010 წლის 8 ივლისს, ლონდონში კრისტოფერ ნოლანის ფილმის, სახელწოდებით „დასაწყისი“ პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, მარიონ კოტიარი და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ.

 

იუბილარები

 

 

 

  • 1974 წლის 8 ივლისს, დაიბადა რუსი საესტრადო მომღერალი და ტელეწამყვანი, ჟანა ფრისკე.

 

გარდაცვალება

 

 

 

  • 1898 წლის 8 ივლისს, გარდაიცვალა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბელი.

 

 

პრაიმტაიმი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: