ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 581 679 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 48 534 508 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაავადებას სულ 1,231,017 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანმო-ს ცნობით, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი სულ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა, გარდაცვალების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში “შედარებით სტაბილურია”.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ კაცობრიობა ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს. ეს თემა ჯანმო-ს 73-ე სესიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება, რომელიც 9 ნოემბერს ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართება.
მსგავსი სტატიები
- 39
- 38
"ადამიანის ყველაზე დიდი დანიშნულება საკუთარი თავის და ადგილის პოვნაა. ეს კი თავისუფლების შეგრძნების გარეშე შეუძლებელია. უნდა დაეხსნა საზოგადოებრივ მენტალობას და პიროვნებად ჩამოყალიბდე. უნდა იბრძოლო საკუთარი ბილიკის გამოსაკვეთად. შეიძლება შენ მიერ გავლილი გზა არავის გამოადგეს, მაგრამ ის შენია და აუცილებლად უნდა განვლო. სხვისი გაკაფული ბილიკები არ არის საინტერესო. ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას…
- 38
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 064-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 740 ადამიანი, 42 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 212526-ს შეადგენს. აქედან 188408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2182 გარდაიცვალა.
- 37
დღევანდელი, 8 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 728 გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 63 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.