ოზურგეთის მერის რწმუნებულის, ურეკში, დავით რობაქიძის განცხადებით, კურორტზე მიმდინარე წელს ბავშვთა სოფელი მოეწყობა:
“ბულვარის ერთ ერთ მონაკვეთზე, დეაახლოებით 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, საბავშვო სოფლის მოწყობა იგეგმება” – განუცახდა “გურიის მოამბეს” რობაქიძემ დღეს სატელეფონო საუბარში.
მისი განმარტებით, სოფლის მშენებლობა, რომელშიც იგულისხმება საქანელები, ატრაქციონები, ქვიშის სხტომები ხის პატარა სახლები, ე.წ. “ობობას ქსე;ები” და სხვა, მიმდინარე თვგის ბოლოს დასრულდება.
ყველა კონსტრუქცია იქნება ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით აგებული.