„საპატრიარქოს დაფინასებისა და შავი ფულის დამსახურებაა ის, რაც 5-6 ივლისს თბილისში მოხდა,“ – განუცხადა CNews-ს პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა.
,,საპატრიარქოს დაფინანსების და შავი ფულის დამსახურებაა ის რაც ხდება, – განაცხადა ყუბანეიშვილმა და დასძინა, – 300-300 ევრო დაურიგეს, როგორც ვიცი და გამოვიდნენ ქუჩაში, ეს ხალხი შავფაროსნები არიან თუ ვიღაც. აი, ქართული კულტურა რომ უნდა ააღორძინონ და მაია წყნეთელი, 300 არაგველი და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ, კუნთიანი ორკები, თუ არც ვიცი, როგორ შევაფასო”.
ყუბანეიშვილი აცხადებს, რომ პროცესებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, სახელმწიფოში დარღვეულია სეკულარიზმის პრინციპი და საულიერო პირები ერევიან ყველაფერში.
,,აქ ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ პასუხისმგებლობა არის მთავრობის, რომ სეკულარული არ არის ქვეყანა და ყველაფრში ერევიან სასულიერო პირები. გამოდის ეს მეუფე იაკობი თუ ვიღაც და იძახის, რომ ჩვენ იარაღსაც ავიღებთ და არც ეშინიათ რაც მთავარია არც სინოდის და არც კანონის. ჰგონიათ, რომ სიბილწეს ებრძვიან. სიბილწესთან ბრძოლა გონიათ, რომ 10-მა კაცმა ჟურნალისტები უნდა ცემოს”, – განაცხადა ყუბანეიშვილმა.
შეგახსენებთ: საქართველოს ეკლესიის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგ განცხადებები მას შემდეგ გახშირდა, რაც ეკლესიის წარმომადგენლებმა, ულტრარადიუკალურ ძალებთან ერთად , 5-6 ივლისს მოქალაქეთა გამოხატვის უფლებების შეზღუდეს და იძალადეს ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე.