“5 ყველაზე უაზრო “ქართული” რეგულაცია პანდემიის ფარგლებში “- გურამ შეროზია რეგულაციებზე

ბლოგერი გურამ შეროზია,სოციალურ ქსელში, ფეისბუქ გვერდზე, აქვეყნებს რეგულაციების ნუსხას, რომელსაც უაზროს უწოდებს.

“5 ყველაზე უაზრო “ქართული” რეგულაცია პანდემიის ფარგლებში:

1. ბაღების და დაწყებითი კლასების “დახურვა”. ყველა სხვა ქვეყანაში – განათლება პრიორიტეტია, აქ კიდევ – პირველი სკოლები და ბაღები დაიკეტა, აღარავინ დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვია განვითარება, კომუნიკაცია, ა.შ.

2. ერთი ოჯახის წევრების რაოდენობის შეზღუდვა მანქანებში – გახსოვთ გაზაფხულზე? ცოლ-ქმარი სა 1 შვილი ერთად, მეორე და მესამე შვილები მანქანას ფეხით რომ უნდა გამოკიდებოდნენ?

3. რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ. მართალია, 22:00-დან თურმე ასმაგად მძვინვარებს კორონა.

4. ცარიელ ქუჩებში, მარტო როცა მიდიხარ – პირბადის ტარება. რა ვიცი აბა, გაჩერებები და აქციები მესმის, მაგრამ როცა მარტო მიდიხარ უზარმაზარ ქუჩაზე? ჯანმრთელობისთვის ჟანგბადის შეზღუდვა კარგი ჰგონიათ? აღარ დავიწყებ, რომ 3 საათში ერთხელ უნდა შეცვალო, ხარჯები და მთელი ამბები, ამ ისედაც ჩამოქცეულ ქვეყანაში.

5. სიცხის გაზომვა ფორმალურად. გუშინ ვიკითხე თავაზიანად:

– რამდენი მაქვს სიცხე?

– აჰ ეს არ მუშაობს…

ხანაც 30 და 15 გრადუსი მაქვს, მოვკვდი ანუ, რავიცი 🙂

თქვენ რას ფიქრობთ?”- წერს შეროზია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share