ნიკა მელია-არ დაგითმობთ ამ ქვეყნის მომავალს

როგორც დროშას არ წაეკიდა ცეცხლი და არ დაიწვა, ისე ვერ დაიფერფლება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკანორ მელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან პარლამენტის შენობის წინ ევროკაშვირის დროშის ჩამოგლეჯისა და დაწვის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა.

“ხევდნენ, ანაკუწებენ ევროკავშირის დროშას – როგორც მათთვის მიუღებელი, ცივილიზაციის სიმბოლოს. იქცევიან ისე, რომ მათი შემხედვარე მთელი ცივილიზებული სამყარო დაეთანხმოს ლერმონტოვის შოვინისტურ შეფასებას „бежали робкие грузины“ და ხელი ჩაიქნიონ ჩვენზე. არც გამოგივათ და არც გაგივათ. ამ ქვეყნის მომავალს მართლა არ დაგითმობთ! როგორც დროშას არ წაეკიდა ცეცხლი და არ დაიწვა, ისე ვერ დაიფერფლება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. ოქტომბრის შემდეგ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას ციხეც აჯობებს და სიკვდილიც! ამიტომ მხოლოდ გამარჯვება ოქტომბერში და თუ არა, ყველა ერთად ვნახავთ!” – წერს მელია სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share