ამ დღებში თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ასპარეზობაში 200 – ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კრივისა და კიკბოქსინგის სექციის სპორტსმენებმა, როგორც უფროს ასაკში, ასევე ახალგაზრდებში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
ლაშა ჭეფხოძე – I ადგილი – 70 კგ ლაშა ამავდროულად სამწვრთნელო კარიერას ეწევა. ( უფროსი ასაკი)
როლანდ ქარჩავა – I ადგილი – 86 კგ ( უფროსი ასაკი)
გიორგი სირაძე – II ადგილი – 60 კგ ( ახალგაზრდებში)



ოზურგეთის სპორტის გაერთიანება