მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი წარსულია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველ პარტია დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების მხარდაჭერით არჩევნებში გაიმარჯვებენ.
„არაერთხელ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“. საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა. ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის პროცესი წინასწარ, ჯერ კიდევ სანამ არ არის არჩევნები დასრულებული. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, პოზიტიური დღის წესრიგი, გამოცდილი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ ბრძოლაში სამართლიანად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.