ოზურგეთის რაიონული პროკურორი 46 წლის ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა.
ის მკურნალობას ბათუმში კლინიკა “ბაუ”- ში გადიოდა.
ქარცივაძე კორონავირუსის დიაგნოზიტ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
მსგავსი სტატიები
- 35
ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში დღეს 92 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა და ოთხი დღის წინ სახლში გამოწერეს. დღეს კი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ვირუსი მის ორ შვილსაც დაუდასტურდა, რომლებისც მასთან ერთად ცხოვრობდნენ. ქალს გულსისხლძარღვთა და სხვა თანმხლები დაავადებები ქონდა.
- 34
- 31
- 31
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 63 წლის შოთა ბერიძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა. მას თანმდევი დაავადება ჰქონდა და კლინიკაში ორი დღის წინ მოათავსეს. ბოლო მონაცემებით, აჭარაში COVID19-მა სამედიცინო სფეროს რვა წარმომადგენელი იმსხვერპლა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 169649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141 392-ს შეადგენს.…