ოზურგეთში წუხელ ღამით სამი მაღაზია გატეხეს

ოზურგეთში წუხელ ღამით სამი მაღაზია გატეხეს. როგორც თვითმხილველები „გურიის მოამბესთან“ ყვებიან ერთ-ერთ მაღაზიაში რამდენიმე ადამიანი შენიშნეს, რომლებიც რაღაცას ეძებდნენ.

დილით მისულ მაღაზიის მეპატრონეებს მაღაზიის კარი ჩამსხვრეული დახვდათ, ასევე გადმოყრილი  იყო ერთ-ერთი მაღაზიის დახლებიდან ტანსაცმელი და ჭურჭელი.

როგორც მეპატრონეები გვეუბნებიან სავარაუდოდ ფულს ეძებდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share