კალიფორნიის “სიკვდილის ველზე” რამდენიმე დღის წინ +54.4 გრადუსი ცელსიუსით სიცხე დაფიქსირდა

აშშ-ის დასავლეთში, კალიფორნიისა და ნევადის შტატებში მაღალი ტემპერატურის ფონზე სინოპტიკოსები ისევ რეკორდულ ტემპერატურას ელოდებიან, ეს იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ ამერიკამ ყველაზე ცხელი ივნისი და საშიში სიცხე გადაიტანა.

კალიფორნიის სიკვდილის ველზე რამდენიმე დღის წინ +54.4 გრადუსი ცელსიუსით სიცხე დაფიქსირდა, იგივე ტემპერატურას ელოდებიან უახლოეს დღეებშიც.

აშშ-ის მილიონობით მოქალაქე ზედმეტად მაღალი ტემპერატურის შესახებ უკვე გაფრთხილებულია. ამინდის ნაციონალურმა სამსახურმა მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა: ბევრი წყლის დალევა და კონდიცირებიან შენობებში დარჩენა.

მეხანძრეები, რომლებიც ტყის ხანძრებს ებრძვიან, აცხადებენ, რომ ჰაერი იმდენად მშრალია, ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავებიდან გადასხმული წყლის უმთავრესი ნაწილი მიწამდე ორთქლდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: