შემზარავად სამწუხაროა! სისხლი გინდოდათ ყველას (!) და მიიღეთ. მაგრამ სხვა სისხლი, როგორც სასჯელი, რომელიც გაგყვებათ მთელი ცხოვრება. სისიხლი გინდოდათ ეკლესიას,, რომ დაგეშინებინათ და მონობაში გყოლოდათ, სისხლი გსურდათ მეორე მხარესაც, რათა გენახებინათ როგორ გჩაგრავენ… კი, წლებია სისხლი გინდათ და აგერ მიიღეთ, როგორც სასჯელი და ტვირთი.
ხელისუფლება? რა სამარცხვინოები ხართ და საბრალოები ახლა, ხვდებით? რა მნიშვნელობა აქვს რა სამედიცინო დასკვნას დააწერინებთ სამხარაულის ბიუროს. თქვენზეა პირველ რიგში ეს სიკვდილი, როგორც განაჩენი…
და ბრბო? ბრბო, რომელსაც მხოლოდ სანახაობა გინდათ – სად წაუხვალთ პასუხისმგებლობას.
ექსპერი გოჩა მირცხულავა ტვ “პირველის” ჟურნალისტებს გარდაცვალებას ეხმაურება.