ძვირფასო მაყურებელო,
ჩვენ, ყველანი, განურჩევლად ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისა, გემსახურებით თქვენ. როგორც შეგვიძლია. ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე.
ახლა გვინდა გთხოვოთ თქვენ,
უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი. დაგვიდექით გვერდზე დღეს, 18:00 რუსთაველის გამზირზე. ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ფიზიკურად ვიცოცხლოთ. მნიშვნელოვანია, რათა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანია, რათა კვლავ გემსახუროთ.
დღეს უმძიმესი დღეა. გთხოვთ სოლიდარობას. რუსთაველზე, 18:00
წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე.