დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე, ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაქშარავას გარდაცვალების გამო სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. 18 საათზე, აქციას პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები უერთდებიან:
_ სისტემა კლავს, გამოდი სიცოცხლისთვის, _ ასეთია აქციის ორგანიზატორების მოწოდება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს არც პარტიულ კუთვნილებას აქვს მნიშვნელობა და არც სხვა რამეს:
_ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს სასტიკად სცემა 30 მა ადამიანმა, რომლიდანაც მხოლოდ 3 დააკავეს. დღეს ლექსო გარდაიცვალა… ის ბიჭი, რომელსაც ბრბო საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს გაუსწორდა და რომელიც სახელმწიფომ ვერ დაიცვა. ამიტომ, დღეს თუ ერთად არ დავდგებით, თუ არ ვეტყვით ამ ხელისუფლებას რომ არ გვეშინია, თუ არ მოვითხოვთ დამნაშავეების დასჯას და ხელისუფლებას არ მოვთხოვთ პასუხისმგებლობის აღებას, ხვალ სხვა ლექსოს მოკლავენ, ზეგ სხვას, _ აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
გურიის მოამბის ინფორმაციით, დღეს, ბათუმში დაგეგმილ აქციას გურიიდანაც უერთდებიან