დღეს დილით, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაქშარავა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
37 წლის ოპერატორს, მოძალადეთა ბრბო, სირცხვილიას ოფისთან სასტიკად გაუსწორდა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და შაბათს საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა, დღეს დილით გარდაიცვალა.
“მხოლოდ ერთად დგომით თუ ავაცილებთ ამ ჯოჯოხეთს მოსახლეობას, რომელსაც ჯერ არ შეხებიან. თუმცა, როგორ არ შეხებიან, ყველას შეეხენ. იმათაც კი, ვინც ტელეეკრანებიდან უყურებს ამ ყველაფერს, რასაც ჩვენი ჯანმრთელობის ფასად ვაშუქებთ”- წერდა გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე ლექსო ლაქშარავა სოციალურ ქსელში.