“ეს მკვლელობა ქართულ დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევაა”

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი TV პირველის ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს:

“ჩვენ ღრმად ვწუხვართ ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას მკვლელობის გამო. მიმაჩნია, რომ ეს მკვლელობა შეტევაა ქართულ დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე. საშინელება იყო ჟურნალისტის მოკვლა ღმერთისა და იესო ქრისტეს სახელით. იესომ თქვა: “გიყვარდეთ ერთმანეთი”. ისინი, ვინც სიყვარულის ნაცვლად ძალადობას ირჩევენ, არ შეიძლება იყვნენ ქრისტეს მიმდევრები, ვერ იქნებიან.

ივანიშვილის მთავრობა ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის თავისუფლებას. თუ არ შეჩერდება რეჟიმი, რომელიც დღეს დარწმუნებით მიდის დიქტატურის გზაზე, ხვალ საქართველოში ფეხქვეშ იქნება თავისუფლება, ისევე როგორც აზერბაიჯანშია ახლა”, — ამბობს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share