“ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე”

„არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, სამარცხვინო კაციჭამია ღარიბაშვილის და ასევე, მთავრობის არაწევრის, სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა ამ ქვეყანას არ გააჩნია.

დღეს ვიცავთ არა საკუთარ თავს, არამედ ვიცავთ ტელემაყურებელს და ყველას, იმიტომ, რომ ყველას კართან დაიჩოქებს უსამართლობის და ძალადობის აქლემი. მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.

ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება“, – განაცხადა მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share