ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, გივი ჩხარტიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოლქის თავმჯდომარის, ბერდია ლომიძის თქმით, ოლქის ყველა წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება:
“ოლქში უკვე ჩატარდა დეზინფექცია და ყველა წევრი გადასულია თვითიზოლაციაში. პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლო 4 დღის განმავლობაში სამსახურში არ ყოფილა,” _ გვითხრა ლომიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.