ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება:
„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიაში უმცირესობები დაცულები არიან; დაცულია მედია; დაცულია თავისუფალი მეტყველება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – წერს აპატურაი Facebook-ზე.