საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებ სიტყვით ჟურნალისტმა, მაია ასათიანმა მიმართა.მან გაიხსენა გიორგი სანაიას მკვლელობა და თქვა, რომ ეს იყო ხელისუფლების სიკვდილი.მისი თქმით, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ხელისუფლება მედიასთან ყოველთვის წაგებული გამოდის. “20 წლის წინ, როდესაც ჩენ გიორგი სანაია მოგვიკლეს, მაშინ დამწყები ჟურნალისტები ვერ ვაცნობიერებდით, რომ ეს იყო ხელისუფლების სიკვდილი და ის ხელისუფლება წავიდა. როდესაც მოხდა 7 ნოემბერი, ჩვენ ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლებას არარ ადგა დიდი დრო. ახლა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ხელისუფლება მედიასთან ყოველთვის წაგებული გამოდის. ამიხსენით ხალხო რა არის ეს ქართველობა? როდესაც 40 კაცი ერთს სასიკვდილოდ ურტყამს, როდესაც ის ერთი ოპერატორი 20 წლის გოგონას გადაეფარა და საკუთარი სიკვდილით გადაარჩინა.რა არის ქართველობა ამიხსენით, ქრისტიანობა, თავმდაბლობა, შემწყნარებლობა, დევიზი არ განიკითხო და მთავარი, არა კაც კლა- სად ვართ ქართველებო და რა არის ეს?დღეს ჩვენ აქ ვდგევართ, ლექსო ლაშქარავას მედია ლაშქარი.მე ყველას ვთხოვ დადგეს ჩვენს გვედრით. გთხოვთ ეს უნდა დამთავრდეს. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც გაერთიანებულ მედიასთან ომს მოიგებს. დღევანდელი სიკვდილით ქართული მედია თავიდან დაიბადა. ჩვენ ვდგევართ მაყურებელთან ერთად და დღეს ბევრნი ვართ” – თქვა ჟურნალისტმა. მაია ასათიანმა სასულიერო პირებსაც მიმართა: “თქვენ მოგმართავთ აი იმ წვეროსებს. რას ნიშნავს ის, რომ შვილს ძალით ართმევენ დედას, ცელოფანში ახვევენ და ლიფტში ძალით ტენიან. თქვენ ხომ ამას უყურებთ, ეს არის არა კაც კლა?სად არის ნამდვილი საქართველო, სად და აქ არის, თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფერადი” – თქვა მაია ასათიანმა.