ტვ პირველის ჟურნალისტ, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, სადაც სხვა მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.
ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრს მიმართა:
“მე შევპირდი ლექსოს, სანამ გარდაიცვლებოდა 2 დღით ადრე, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთქო. ახლა ნამდვილად, მერამდენედ ვიმეორებ, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო მისი უფლებებისთვის. ხოდა აქ ვდგავარ, ტრი-ტრი მეცხრედ გეუბნები, დამინახავ, ბევრჯერ დაინახავ ტვ პირველის ან სხვა თავისუფალი მედიის სახეს შე მოძალადე პრემიერო.
დღეს როგორ დაგვადანაშაულა ხალხო, იცით რა მაინტერესებს?! პროტესტი არ გაგიჩნდათ?! მედია, თქვენ ოპერატორებმა, ვინც გუშინ სოლიდარობის ნიშნად ახვედით და კამერები დადეთ, არ გაგიჩნდათ პროტესტი პრემიერმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში რომ დაგადანაშაულათ?! გაგიჩნდეთ პროტესტი, მედიაზე დიდი ძალა ამ ქვეყანაში არავის აქვს”,-თქვა ინგა გრიგოლია.
პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მანდატურების წინააღმდეგობისა და ძალადობის მიუხედავად, სხდომათა დარბაზში შესვლა მოახერხა ვატო წერეთელმა, თუმცა დარბაზი მას მალევე დაატოვებინეს.
დაპირისპირებაა ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც.
ხელისუფლებისგან ოპოზიცია და მედია ითხოვს, გადადგეს პრემიერი და სუს-ის ხელმძღვანელი.