“ეს ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი ოპოზიცია, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ, როგორც ესენი იქცევიან პარლამენტის დარბაზში” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რაც შეეხება გარეშე მესამე პირთა დაშვებას პარლამენტში ამას არეგულირებს რეგლამენტის სპეციალური მუხლი და შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ სავარაუდოდ ამ მუხლით იხელმძღვანელა. არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ინსტიტუტებს პრობლემა შეუქმნან და პარლამენტის მუშაობა შეაფერხონ. ამიტომ უმოკლეს დროში სხდომა აღდგება და მუშაობას განაგრძობს.” – განაცხადა თალაკვაძემ.