დღეს ვხედავთ ძალადობის სერიის გაგრძელებას ხელისუფლების მხრიდან – აცხადებს ნიკა გვარამია საკანონმდებლო ორგანოში და მის გარეთ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ უშვებენ.
ნიკა გვარამიას თქმით, ამ ყველაფრით მორიგ ჯერზე ირღვევა ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუცია:
“კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია 1 ბრძანებით სამთავრობო დაცვის სამსახურის. ეს ძალადობები უნდა გაჩერდეს და ერთადერთი რაც ამ ძალადობებს გააჩერებს, ამ ეტაპზე, არის მთავრობის სრული შემადგენლობით წასვლა.
წულუკიანს მინდა ვუპასუხო, პოლიტიკური ლეშია, ჩვენზე თქვა ლეშიჭამიაო. ..არ შევეგუებით ჯალათ წულუკიანს, ჯალათ ღარიბაშვილს. ქალბატონო წულუკიანო, ისე მოგიწევთ წასვლა, მაღლა მზე იქნება”- ამბობს ნიკა გვარამია.
პარლამენტის დარბაზიდან მედია გააძევეს, რის გამოც მხოლოდ სოციალური ქსელებში, პირდაპირი ჩართვების საშუალებითაა შესაძლებელი იმ ვითარების დანახვა, რაც ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოშია.
პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიერაა ისევ ბლოკირებული.