ჩიგოგიძემ ჩამარტყა, 46 კგ ვარ მე, ის – ცენტნერი – ჟურნალისტი

ჟურნალისტმა ნენე დალაქიშვილმა მედიას დეტალურად მოუყვა, როგორ იძალადა  ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, მასზე, როცა ჟურნალისტი კითხვა დასმას ცდილობდა.

 როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი, ვუთხარი, ვეტყოდი, ბუნებრივია, მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, მამა, ერთადერთი შვილი მოუკლეს დედას, პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს ადამიანი… რატომ მოკალით ბიჭი-მეთქი და ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი, ან ტონა. მითხრა, წადი შე თხაო”, – ამბობს დალაქიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share