პარლამენტის ფრაქცია ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი არმაზ ახვლედიანი “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილს მოიშორებს.
“გადაწყვეტილების მიმღები არის ივანიშვილი და თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ ხვალ დილით ღარიბაშვილი აღარ იყოს საჭირო, ღარიბაშვილი აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი.
ივანიშვილი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში ჩათვლის, რომ ღარიბაშვილი მისთვის პრობლემაა და შეელევა.
საუბედუროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური პროცესი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის კარები იხურება დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მედიისთვის.
“ოცნება” რომ მივუშვათ, ოპოზიცია და მედია რომ არ არსებობდეს, დასავლეთის ჩართულობა რომ არ იყოს, დარწმუნებულები იყავით, რომ ყველა კარს ჩარაზავდნენ,”- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
http://primenewsgeorgia.ge/