რა ქონებას ფლობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, რომელმაც დღეს ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილზე იძალადა – ინფორმაციას “საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის” დამფუძნებელი ბესო დონაძე ასაჯაროებს.
ცნობილი ხდება, რომ ჩიგოგიძე 3 361 990 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს, საბარათე ანგარიშზე 145 854 ლარი აქვს, ნაღდი ფულის სახით კი 300 000 დოლარს ინახავს.
საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმადაც, ჩიგოგიძე ნაღდი ფულის სახით ინახავს $300 ათას აშშ დოლარს (დღევანდელი კურსით 960 ათასი ლარი). მის საბანკო ანგარიშზე კი 100 ათასი ევროა განთავსებული. ამასთანავე, ჩიგოგიძე ფლობს 58.4 ათასი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს (აქციებს).
დღეისათვის, ვასილ ჩიგოგიძის ხელფასი პარლამენტში 3 500 ლარია. მანამდე კი, როგორც ის “მთავარი არხის” ჟურნალისტთან, ბექა ყორშიასთან ამბობდა, ეს თანხა არ ჰყოფნის: “მე ბიზნესმენი კაცი ვარ და 3500 კი არა, 30 ათასი არ მყოფნის თვეში, რო იცოდე“.