ჯიმ რიში: “ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები საქართველოში დასაძრახია”

შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში, “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს:

“ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები საქართველოში დასაძრახია. ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის – ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა მიეცენ პასუხისგებაში. კანონის უზენაესობა ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს.

მთავრობამ უკეთ უნდა დაიცვას კონსტიტუციური უფლებები, თავისუფალი შეკრებისა და თავისუფალი სიტყვის უზრუნველყოფის. მოქალაქეები არიან უსაფრთხოდ, როცა ამით სარგებლობენ თანაბრად. ხალხი, ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას, კანონის სრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა და ძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ყველა და ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს”, – განუცხადა სენატორმა “ამერიკის ხმას

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share