დიეგო კალასი: “განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა”

ჩვენ დიპლომატებს გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, დიპლომატებმა მთავრობას ყველა მოქალაქის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

„განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა“, – აცხადებს ელჩი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share