“ადელა ვარ თაყაიშვილი, 94 წლის,ჩემს შვილიშვილს ქვია ჩემი სახელი, ადელიკოს ვუძახით, კაია, ნამეტანი კაი”

“ადელა ვარ თაყაიშვილი, 94 წლის, უკვირს აგერ ჩემ შვილს. რომ მითხრენ მუაო ნამეტარი გამიხარდა, გამოვცოცხლდი, მივემზადე, დღეს ქე ვარ რაცხა უფრო, ძველი მახსოვს ვინემ ახალი, მოგიყობით რასაც შევძლებ.
აი ფრანგული სახელი ბებიაჩემმა, ნატალიამ დამათქუა. ბებიე ადრე დაქრივდა, ბაღანა დარჩა ახალფეხადგმული, აფერი სახსარი არ ქოდა და ბათუმში წასულა სამუშაოთ. ბათუმში მაშინ ფრანგები ცხოვრობდენ. ფაბრიკა ქონიენ დიდი ქარხანა, მანშეროვის ქარხანა, ბებიე იმ ფრანგებისას დამდგარა ძიძათ. ბებიამ რომ ძუძუ აწუა იმ ფრანგის გოგოს ქვიებია ადელა, ნამეტარი ყვარებია ბებიე.
დევიბადე ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახში. კვაჭალათში, ჯვარი ქვია იმ ადგილს, დიდი ქვაის ბუხრებიანი, გათლი ქვაის ბარჯგებიანი ოდა სახლი ედგა ჩვენებს. დედა იყო ვერიჩქა ცეცხლაძის ქალი მამა მოსე თაყაიშვილი.
თემში რადიო რომ იდგა გავაღებდი ფანჯარას და შინ ვყურობდით, ისე ახლო ვიდექით. ჩემ დედ მამას სამი შვილი ვყავდით.
ჩემი მამა ათი წლის რომ ვიყაი ავაზაკებმა დამიხრიტეს მაშინ, ამ ავაზაკებმა. ათი წლის ვიყაი. გინდა ახლა იკითხე, რეთი წელია გასული მოსე თაყაიშვილის სახელი და გეტყვიენ რაფერი მამა მყავდა. ცარსკებს იცუამდა და ყაბალახს იხოვდა კოხტათ, კოხტათ მეტი რომ არ იქნება ისე. ჩვენი სული და გული ჩვენი იმედი, ჩემი ძმაი ანდრიეც დამიხრიტეს. რაც კაი ხალხი იყო ლიხაურში მოხვიეს და დეიჭირეს ყველა. რომ მახსენდება რა გამევიარეთ, ხელმიორეთ ვკტები ქალი.
გამზარდა დედამ ობლობაში, სასტიკ შევიწროებაში, შიშში რომე ჩვენც დაგვიჭირავენ. არ ვეგუებოდი, ვსთილობდი ჩემებურათ , ბაღნურათ. დიომიდა შავიშვილმა, თლათ ყურის ძირის მეზობელმა, ნენას გაზდილმა ბაღანამ, ჩაასპინა თავჯდომარეს ტარასია ბოლქვაძეს, რომე ვერიჩქა კოლექტივის ჩაში არ იარება, ეზოში ყანას მარგლისო. დეიბარეს დედა კანტორაში, ბაღანა ვიყავი და გვეშინოდა ამფერებისაც. დედას ყაჭი ყავდა, აბრეშულის ჭია, გევიდა ბჟოლზე დასასხეპად, ჩამუარდა, დეინტრა, ექიმმა ჯიბუტმა გუუკეთა კარსეტი. არ იგუა, სა მცალია მაგიზაო, ჩააგდო ღელეში და გაატანა წყალს, გაცურა და წევიდა, მახსოვს გუშინდელდღესავით.. გატეხილი ხერხემალით მუშაობდა და გვზდიდა რაფერც ახერხებდა. საყანეები გვქონდა კოლექტივის, ადგილების სახელებიც მახსოვს ლიხაურში კვაჭალათი, ნიაბაური, ოქროს მუხურო, ვაშტიალი.
ამ სახში ოზურგეთში, გოგუაძნებში ვარ გამოთხოვილი. შუტუ გოგუაძე იყო ჩემი ქმარი. დედამთილი მამამთილი, ნამეტარი კაი ხალხი, წესიერი, პატიოსანი. ჩემი დედამთლი დარჩიას ქალი, დიაკვნის შვილი იყო. მამათილი რევოლუციონერი. მერე ბოლოს, სახლი ლიხაურში ჩემ დედას იმან უუშენა. დედამ ფული მაინც შეაძლია იმფერი ქალი იყო.
ომის დროი მახსენდება მწარეთ, სასტიკათ ჭირდა საჭმელი, სასმელი, ტანი ფეხი ყორიფელი. რა მახსოვს კიდომ იცი?ბრინჯს თესდენ ურეკში ჭონჭყოში, ცეხვავდენ ჩამურში და ერ ხანს იმ გაჭივრების დროს იმას ვჭამდით. ბათუმის მატარებელს მივყობოდით ნატანებამდე. 1923 წელში გამეიყვანეს აი მატარებელი ნატანებიდან ოზურგეთში. იგიც მწარეთ მახსოვს, წამომაძახებდენ, პირში წამომაძახებდენ ტროცკისტის შვილოო, ნიჟა ეთქუა ქართულის მასწავლებელს იგიც წამომაძახებდა, მცხვენოდა.
ლექსებს ვჩიოდი გამოთქმით. თბილისში წასული ნათესავები ჩვენსას მოდიოდენ ჯერე და მერე წევიდოდენ სხვა ნათესავებისას. სესილიეც მოდიოდა თაყაიშვილი, უყვარდით, ირეოდა ჩვენდა. არაფერობამდე არ ქნა სესილიამ ჩემი მსახიობობა, დაჩაგრავენ არ ათამაშებენო დეიჩემა. კაცი ახთა ერთი, სტუმარი კაცი, არ გვინდა სადილი და აფერი სხვაი, მაგერ ლობიე რომ ჩუხჩუხობს ჩახანაში მაი მოგვეო, სხვაფერები იყვენ, სხვაფერი იოლა და წესიერი ხალხი. თექვსმეტი წლის გავთხოვდი, სესილიე ჩამოვიდა, არ გათხოვდეო მითხრა ჯერე არ გათხოვდეო. რაღადროისაა, მეივლიენ აწი მეთქი მითქუამს მორცხვათ, მცინოდენ მერე ახლა რაღადროისააო. მამა რომ მყოლოდა არ გამათხუებდენ ასე პაწას, სხვაფერ წევიდოდა ჩემი ცხოვრება, ვისწავლიდი.
ექვთიმე ბიძიე უკვე შინაპატიმრობაში იყო, მივიდა ჩემი დაი და მუუყვა სამედიცინოზე მინდა მოწყობაო, ეგონა მიხმარებოდა მარა ვერ გუუბედა. ასე უთქმია ბიძიას ჭკუა თუ გაქ მიეწყობიო. ბიძიე იმფერ ყაიდაზე იყო აწყობილი არც წარმიედგინა მოწყობაში ფულის გადახთა ან ვინმეზე თხოვნა. სხვაფერ კულტურული, ხალხი იყვენ ყველა. ერთი ხასანა იყო აჭარელი, აქოთებულ ყველს ყიდდა, გამეიარა აქანე. თოვდა, შემეიპაიჯენ შინ, ცეხლი ენთო ფუხარში. ამ ხასანას სკამი შესთავაზეს, ხასანამ გადააბრუნა და დაჟდა ზეთ ისე გვერდულად, დაბალზე. მახსოვს რაფერ გადირიენ ჩემები, აი რაქნა კაცმაო. საფრანგეთში, რომ იყო ბიძიე, ექვთიმე მე ჩუმათა ვტრაბახობდი ბაღნობას მახსოვს.
იმ ძველ ეზოში დიდი ქვაი დვია, იმ ქვაზე ჟდებოდა ექვთიმე და მაცადინეობდაო გვეტყოდა მამა სანამ იყო.
მე ექთანი გავხთი, აგერ ვისწავლე ოზურგეთში გათხუების მერე. ვიმუშავე ნესტორ თოიძესთან, საქმისმმართველად. სამი ბეჭედი მებარა, ჩაკეტილი მქონდა დიდი რკინის სეიფში. წასაკითხი, დასაწერი, ყორიფელი მე ვიყაი. ნესტორი დიდი კაცი იყო, ტრავმატოლოგი, თელმა ქვეყანამ იცოდა ნესტორი რა კაცი იყო და შოთა მჟავია კარდიოლოგი. მაი ორი რომ იყო იმფერი არ ვიცი თუა ვინმე ქვეყანაზე, ბწყინავდენ. ერთის და მეორეს ნაგრამი ყველა ექიმია.
ბაღნობას ლექსი მათქმიეს ოლიმპიადაზე, ისე ჩემი ბაღნები გეიხარებენ რავარც სიმართლეს ვჩივი, ჩემსავით ვერიკაცი ვერ ამბობდა.
სასწაული ამბავია, ამფერი ცხოვრება გამომარონიეს და სტალინზეც ვჩიოდი ლექსებს.. “სტალინ სტალინ საყვარელო შენ მოგძახი საყვარელოო..” დედა რას ჩიოდა იცი? ეშინოდა, სტალინი არ იყო თლათ გლახაო, დასაქმა ხალხიო, ჩააყენა ჩაში და სამუშიერზეო ამ ბინძურმა, წაპილწულმა ხალხმა ქნეს ყორიფელიო. მე იიც წამხთარი მგონია.
ექვთიმეზევ ვიცი ლექსი, დიდი ლექსი. იმას ვიტყვი ჯობია.
ბახმაროზეც გვედგა სახლი, უჩხუბის ქუჩაზე. ვიარებოდი, დამყავდა ბაღნები.
ჩემი შვილი ოთარი მომიკტა, ცეკობდა სასწაულათ ცეკობდა. აქანა ჩამოსული, გამრები, გამომრები ყველა შინ მოყავდა. იყო ირიახო ურუახო სულ, მღეროდენ ცეკობდენ, მეგონა არცაროის არ მოვკტებოდი ისე მიხაროდა.
ჩემი ბიძების ამბავს მოგიყობი და მიხთები რაფერები ვიყაით. ბაქოში მუშაობდა, შეყვარებული ქალი ყავდა, გუუგია ხნე კაცზე ათხუებენო, ჩამოსულა ნატანებში მატარებლით ქორწილის დღეს, ეტლი ვერ უშონია, დუუხედია საათზე და რომ მიმხთარა ვერ მუუსწრობ წეიყვანენ აწიო ამუუღია რივოლვერი და დუუხლია შუბში ნატანების სადგურში.
მიორე ბიძა გენერალი ნაკაშიძის ადიუტანტი იყო. მისლია წერილი, შენი უფროსის ეტლი დღეს უნდა ავაფეთქოთო, შენ კაი ხარ, გვენანები და არ ჩუუჯდე, გადარჩებიო. მაინც გაყოლია არ დუუტიებია , გენერალთან ერთად უუფეთქებიენ. გენერალის ცოლს არ გამუუტანებია, გენერალის გვერდზე დუუსაფლავებიენ და ძეგლი დუუდგმიენ მისდაც.
ვინც გადუურჩა ამ მხეცებს იგინის ნაგრამი ყველა კაია, ნასწავლია, გამორჩეულია. ჩემს შვილიშვილს ქვია ჩემი სახელი, ადელიკოს ვუძახით, კაია, ნამეტანი კაი. “
ოზურგეთი, 2021 ივლისი.
მთხრობელი ადელა თაყაიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share