“ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფებიც და ლგბტ თემიცც რუსეთის მიერ იყო მართული. მაშინ, როცა ამ საკითხზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია არაერთი ფაქტით ამტკიცებს იმას, რომ ძალადობრივ ჯგუფებს კავშირი აქვთ კრემლთან, მდინარაძე მათ პრორუსულობას არა ფაქტებით, არამედ შეთქმულების თეორიით ხსნის.
“ყველას მიმართ, რომელი უმცირესობაც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ამას, ჩვენ ვართ ტოლერანტულები. მაგრამ როდესაც ვიცით, რომ პროვოკაციული მიზნებია, როდესაც პუტინის მსგავსი რაღაც სქემები ლაგდება. პუტინი რასაც აკეთებს, ხომ ვიცით ყველამ? პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც, ეს არის გავრცელებული აზრი და აფინანსებს რადიკალებსაც”, – თქვა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კთხვაზე, საიდან მოაქვს ეს და რატომ ჰგონია, როცა რუსეთში ლგბტ თემის უფლებები ირღვევა, მდინარაძე ამბობს:
“დარწმუნებული ვარ იმიტომ ირღევა, რომ რაღაცნაირად ანტიდასავლური პროპაგანდა გააღვივოს პუტინმა.
ეს არის პუტინის მეთოდები, რომ ერთი მხრივაც ხელი შეუწყოს, ისინი საბოლოოდ არ ჩაკვდნენ ასე ვთქვათ და მეორე მხრივაც, ვიღაცამ არ ჩაკლას სხვა იდეა ვითომ კონსერვატიული და ამის ეგიდით…
ეს უნდა დაგვილაგდეს საქართველოში? ამისკენ მივდივართ ჩვენ? სადაც ტოლერანტული განწყობაა რეალურად და ეს არის მათ შორის ტრადიციაც. ჩვენ ახლა პუტინის მსგავსი სვლები უნდა დაგვილაგდეს დაფაზე, რომ ერთის მხრივ ამათმა არ უნდა მოიხარონ ქედი არაფრის წინაშე და არანაირი პროვოკაცია თუ არაფერი არ აინტერესებს ლგბტ თემს, იქ ხალხი დაიხოცოს თუნდაც, იქ უნდა გავიარო. რაც არ უდნა შეხვედრები გაუმართოს წინასწარ შსს-მ.
მეორე მხარეს კიდევ უნდა აღმოჩნდენ ადამიანები, რომ სანამ ისინი ჩამოივლიან და იმას აღუდგებიან ვითომ, მათი მიზანი არ მგონია მაინცდამიანც ის იყოს. საპატრიარქოს მიზანი აბსოლუტურად სხვა იყო, ამის დისკრედიტაცის ცდილობენ”, – თქვა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.