“ოპოზიცია არჩევნებს უნდა დაელოდოს სადაც მოსახლეობა მათ “წერტილს დაუსვამს”

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის უმთავრესი მიზანი სახელმწიფოს გადატრიალება და ხელისუფლების მართვის სადავეების ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ჩაბარებაა. მისი თქმით, მმართველი გუნდი უკომპრომისო იქნება და ამას არ დაუშვებს.

მათთვის კვლავაც რჩება უმთავრეს მიზნად, რომ სახელმწიფო გადაატრიალონ და ხელისუფლების მართვის სადავეები ჩააბარონ მიხეილ სააკაშვილს. მე მათ მინდა ერთი რამ ვუთხრა, რომ ვიქნებით უკომპრომისოები, ისე როგორც არასოდეს და მათ არ მივცემთ საშუალებას და ყველამ მინდა კარგად გაიგოს და გაიაზროს, რომ არ და ვერ ეღირსებიან ასეთი დესტრუქციული საბოტაჟის რეჟიმში ქვეყნის გადატრიალებას. თავი დაანებონ იმ ოცნებაზე ფიქრს, რომ ხელისუფლებას გადაატრიალებენ და ხელისუფლების მართვის სადავეებს ჩაიბარებენ, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა. 

მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებს უნდა დაელოდოს სადაც მოსახლეობა მათ “წერტილს დაუსვამს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share