ამერიკელი დიპლომატი, ვაშინგტონში დაფუძნებული „ატლანტიკური საბჭოს“ წამყვანი მკვლევარი დენიელ ფრიდი გადაცემაში „დღის სტუმარი“ ამბობს, რომ რუსეთი შეიძლება ჩაერიოს 2020 წლის არჩევნებში საქართველოში და ამისთვის ულტრამემარჯვენე ძალებსაც გამოიყენებს.
„კრემლს სურს, რომ დემოკრატია საქართველოში დამარცხდეს და საქართველო დასავლეთის ოჯახში ვერ მოხვდეს“, – ამბობს ამერიკელი დიპლომატი.
დენიელ ფრიდი ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყირგიზეთში ხალხი უსამართლობის წინააღმდეგ გამოდის:
„დემოკრატიაში ცხოვრობ თუ ავტოკრატიაში, ადამიანებს ცხოვრების გაუარესება არ მოსწონთ, სწორედ ეს ხდება ახლა ყირგიზეთში“, – თქვა დენიელ ფრიდმა.