“ინდური” შტამის გამო, ქვეყნები იძულებული არიან მოხსნილი რეგულაციები ხელახლა აამოქმედონ

188 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 4 მილიონი გარდაცვლილი – ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. სახელმწიფოების დიდ ნაწილს “დელტა” შტამთან უწევს გამკლავება, რის გამოც ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

“ინდური” შტამის გამო ქვეყნები იძულებული გახდნენ მოხსნილი რეგულაციები ხელახლა აემოქმედებინათ. რეგულაციებს ამკაცრებს ესპანეთი, ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდა, დაიხურა კლუბები.

საფრანგეთში სავალდებულო ხდება მედპერსონალის ვაქცინაცია. რეგულაციების ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს ისრაელიც, სადაც მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share