იცნობდეთ _ სამარცხვინო დეპუტატები გურიიდან, რომლებიც თანამდებობის გამო ყველაფერზე მიდიან!

გუშინ, ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაქშარავა დაკრძალეს. ლექსო, კოლეგებმა დახრილი კამერების დერეფანში, ტაშით გააცილეს.
5 ივლისს, რადიკალების მიერ სასტიკად ნაცემ ოპერატორს ტაშს უკრავდნენ რიგითი მოქალაქეები. ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა. ეს იყო უმძიმესი დღე მედიის ისტორიაში და ამ დღემ ყველა გააერთიანა. წაშალა ყველა ზღვარი _ არ აქვს მნიშვნელობა ვის რომელი მიკროფონი უჭირავს… ამ ტრაგედიამ ყველა ერთიანად აქცია.
მედიის ერთიანობას და დიდ ტკივილს, ბინძური მეთოდებით დაუპირისპირდა ხელისუფლება, რომელიც გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციას პირველივე დღიდან ცდილობს.
გვამის გამტაცებელ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპუტატებიც ეხმარებიან და სოციალურ ქსელში სიბინძურეების წერას არ ერიდებიან.
ერთ_ერთი ასეთი გამორჩეული იყო დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, რომელმაც წუხელ პოსტი გამოაქვეყნა:
“გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ. დრონით გადაღებული ჩასვენება… მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია” _ დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტარის ამ ამორალურ და უზნეო პოსტზე გამოხმაურება… მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს – მისი “გაპრავება” და ეს ერთეულები, გურულები აღმოჩნდნენ.
პირველი დეპუტატი ნინო წილოსანი იყო, რომელმაც დაწერა, რომ “გლოვას სული სჭირდება”.
ამ მართალც უსულგულო პოსტზე წილოსანს მხარი აუბა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ვიცე მერობაზე მეოცნებე, თანამდებობის გამო ყველაფერზე წამსვლელმა მარი ჩხიკვიშვილმა: “ოჯახისთვის უმძიმესი დღეს თეატრად აქციეს” _ წერს ჩხიკვიშვილი, რომელსაც რომ არა პოლიტიკური მონობის დიდი პრაქტიკა და გამოცდილება, თეატრიც არ ექნებოდა ნანახი. როგორც ჩანს, ჩხიკვიშვილს “დვაბზუდან ამერიკამდე” ჩასვლამ ვერაფერი შეაგნებინა და გონია, თუკი პარლამენტის დეპუტატებს “შეეტენება” სასურველ თანამდებობას მიიღებს… თანაც, სახელმწიფოდან მიღებული გრანტები აქვს შესანარჩუნებელი და რა ქნას, რაიმეთი ხომ უნდა გაიტანოს თავი. მარი ჩხიკვიშვილი ხომ იმ კატეგორიაში გადის, რომელსაც სკამის გარდა სხვა იდეალები არ აქვს და თუ საჭიროა ამისთვის სხვის გაფაფურთხებულსაც ალოკავს.
ამავე კატეგორიაში გადის ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი დავით შარაშიძე, რომელსაც ჩოხატაურის მერობა სურს. დავითიც სოციალურ ქსელში სიბინძურის გავრცელებით და დეპუტატების პოსტებზე კომენტარით არის გამორჩეული.
თავი ამჯერადაც არ დაზოგა და წილოსანს დაეთანხმა. “გლოვას სულიერება სჭირდებაო” ისე გაიმეორა წილოსანის სიტყვები, თითქოს იცოდეს სულიერება რაა და თითქოს ჩვენ ვიყოთ ის ადამიანები, რომელთა ატესტატის გაკეთებას და დაუმსახურებელი ნიშნების ჩაწერას, მასწავლებლებიც კი შეეწირა. თანაც, შარშიძისთვის, ჩვენ, ჟურნალისტები იდიოტებიც ვყოფილვართ. ვინ არის იდიოტი, უნამუსო, ყველაფრის მკადრებელი და სამარცხვინო, ამას მკითხველი ადვილად გაიგებს…
ამისთვის, თუნდაც, გუშინდელი დღე და ის სამარცხვინო პოსტებიც კმარა…
ხო, ჩვენ არც ის დაგვიწყებია, ლექსოს გარდაცვალების დღეს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და მერობის კანდიდატმა გიორგი ღურჯუმელიძემ რომ სამარცხვინო პოსტი გამოაქვეყნა და ტელევიზიის და ჟურნალისტების ლანძღვა დაიწყო…
რას ვიზამთ, ასეთია ოცნების ჩატიდან მიღებული დავალებები, რომლებსაც მონებად ქცეული დეპუტატები უსიტყვოდ ასრულებენ…
თუმცა, ნურავის დაავიწყდება, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დუმილს და არავის შერჩება ლექსოს სიკვდილი!
არც ის ბინძური კამპანია, რომელსაც ატარებენ ადამიანები, ვისაც დიდი ხანია სიბინძურის სუნი ასდის!!!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share