“აბსოლუტურად ყველა მოძალადე,სასჯელის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს,ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია”-ბასა ფოცხიშვილი

5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მედიაზე თავდასხმა, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა “მიქს.მეტრონომთან” შეაფასა. ფოცხიშვილმა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ფაშიზმი და სირცხვილი უწოდა. რეჟისორი მოითხოვს, რომ ყველა დამნაშავემ კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.

“ძალიან დიდი ხანია უკვე კომენტარებს აღარ ვაკეთებ, აღარც პოლიტიკაში ვერევი. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ის რაც იმ დღეს (5 -6 ივლისს) იყო ფაშიზმი და სამარცხვინო ქმედება. აბსოლუტურად ყველა მოძალადე, სასჯელის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს. ეს, არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. უბრალოდ სირცხვილია, რომ ეს საქართელოში ხდებოდეს.” – განუცხადა ბასა ფოცხიშვილმა “მიქს.მეტრონომს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share