ბილო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. ამ დროისთვის, საქართველოში, სულ 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. ამას გარდა, სამშობლოში სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. 39 773 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 441 კი – გარდაიცვალა. 3 015 მოქალაქე 8 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 4 670 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.