“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მედიის იმიჯი და მის მიმართ ნდობა, რადგან ბოლო ბასტიონი, რომელიც ხელისუფლებას არ აუღია, არის მედია”-ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა ხათუნა ლაზაგიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მედიის იმიჯი და მის მიმართ ნდობა, რადგან ბოლო ბასტიონი, რომელიც ხელისუფლებას არ აუღია, არის მედია. მედიის მიმართ ნდობისა და იმიჯის ჩამოშლით ხელისუფლება თავის საბოლოო მიზანს მიაღწევს. მედიამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმოებულ ბრძოლაში, ის მინიმუმ იმიჯურად არ დაზარლდეს და კიდევ უფრო მეტი აგრესიის სამიზნედ არ იქცეს, მაქსიმუმი კი გამარჯვებული გამოვიდეს.
რეალურად ხელისუფლება მიდის ბელარუსის გზით. ის განცხადებები, რაც ხელისუფლებისგან გვესმის, ძალიან ახლოს არის იმასთან, რაც ლუკაშენკომ გააკეთა, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გამოვიდა სანქციების პასუხად. არ გამოვრიცხოთ, რომ „ქართული ოცნების“ პასუხი მოსალოდენლ სანქციებზე მსგავსი იყოს. თუმცა ეს სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იქნება“, – განაცხადა ლაზაგიძემ.
მან ასევე ისაუბრა მედიის პროტესტზე და მის სამომავლო პერსპექტივაზე.
„აუცილებელია მსოფლიოში არსებული მედია-ადვოკატირებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის იმ ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდება, რომელიც 5 ივლისს საქართველოში მოხდა. ამავდროულად, ყველა მედიასაშუალებამ ერთობლივად უნდა მიმართოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, ევროპარლამენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მიზანმიმართული მასობრივი სადამსჯელო ღონისძიება სრულიად ოპოზიციური მედიის, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. და თუ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია, ეს იქნება რეგიონში ბოლო დემოკრატიის დასასრული.
მედიის წინააღმდეგ ამ სადამსჯელო ოპერაციას ჰქონდა რამდენიმე მიზანი – ერთი, მედიის დაშინება, მეორე, საზოგადოებაში მედიის მიმართ მიზანმიმართულად გაღვივებული აგრესიის დატესტვა. ამასთანავე, ეს იყო დასავლეთის ტესტი, თუ როგორ იქნებოდა მათი რეაქცია აქ თავისუფალი სიტყვის ხელყოფაზე. იმისათვის, რომ ეს ტესტი საქართველოს საზოგადოებამ ჩააბაროს ღირსეულად, დემოკრატიაც გადაარჩინოს და თავადაც გადარჩეს, საჭირო არასტანდარტული, ინოვაციური მიდგომების და ნაბიჯების ერთობლიობა,“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.