“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, ავრცელებს დავით ფაცაციას პოსტს და წერს:
ეს კაცუნა, ირაკლი კობახიძის სიძე, წლების წინ ჩემი სტუდენტი იყო სამკვირიან ძალიან მაგარ ვორკშოპზე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის.
იქაც “პა ბლატუ” მოხვდა, ათობით უნიჭიერესს ბავშვში, და მის გამო ვიღაც ნიჭიერი გარეთ დარჩა.
ამბიციური “ტუპიაკი” იყო, საცოდავი. არ ვიცი ოღონდ, უფრო ამბიციური, თუ უფრო “ტუპიაკი”
ps განსაკუთრებით სჯეროდა, რომ გადასარევად მღერის. არადა სმენაც არ უვარგოდა და ხმა ქონდა ჯორის.
18 სთ ·
ძალიან სამწუხაროა, როცა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვერ გრძნობს ან არ იმჩნევს ან შეგნებულად ძალადობს საზოგადოებაზე, როცა შეგნებულად ცილს წამებს ადამიანებს, როცა იგონებს სხვადასხვა ძალადობრივ სიუჟეტებს, არ აშუქებს სიკეთეს და ამძაფრებს ძალადობას… ამით შობს ბოროტებას და თავად ძალადობს, რომელიც საზოგადოების პრაქტიკულად ყველა წევრს ეხება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ბავშვებს და მომავალ თაობას…
როცა ფაშისტური რეჟიმის დირიჟორის, ნიკა გვარამიას დავალებით ვითომ სიტყვის თავისუფლების სახელით ჟურნალისტი აცდენილია ინფორმაციის ობიექტური გაშუქების პრინციპს და პოლიტიკური აქტიურობითაა დაკავებული, ძალადობს ადამიანებზე, ეკლესიაზე, მორწმუნე ადამიანებზე, პოლიციაზე, იჭრება პარლამენტში და საკუთარ დანაშაულს აბრალებს სხვას, თანაც მტკიცებულებით ხარისხში, მტკიცებულებების გარეშე – სწორედ ესაა უბედურება, ესაა ცოდვა, დანაშაული, სიტყვით ადამიანის მკვლელობა და სამწუხაროდ ხშირად ფიზიკური…
მახსენდება გოგიჩაიშვილის სიუჟეტი, უგულავას მიერ ე.წ. მოდელირებული ქრონიკა, გვარამიას მიერ პრაქტიკულად ყველა ადამიანური ტრაგედიის სათავისოდ, ნაცმოძრაობისთვის პოლიტიკურ ინტერესში გამოყენება, (შაქარაშვილის საქმე და სხვა) სცენარები და სიუჟეტები, ნოდარიკო მელაძის ამორალობა, გიორგი გაბუნიას უღმერთობა და სხვა…
საუბედუროდ ამ დანაშაულების მსხვერპლია ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე…
სამწუხაროდ ასეთია ეშმაკის ბუნება, ბოროტება და ძალადობა.
პ.ს. არ მჯერა მათი გამოსწორობის, მაგრამ იმედია ღმერთი აპატიებს უღმერთობას…
მსგავსი სტატიები:







