1-ელი აგვისტოდან ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა აიკრძალება. ამის შესახებ The Guardian წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობისა და კულტურული ორგანიზაციების ინტერესები ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნებს აღემატება.
აკრძალვა ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა და 25.000 ტონაზე მეტი წონადობის გემებზე გავრცელდება.