ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სასულიერო პირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, მას თავდაპირველად გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაუქვეითდა და ამის შემდეგ PCR ტესტირება გაიკეთა.
“მე მომეცა საშუალება გამეკეთებინა ტომოგრამა. სისხლის ანალიზიც ავიღე, ანალიზი ნორმალური მაქვს, აქ ოდნავი დაზიანება ფილტვებზე არსებობს. მე რა თქმა უნდა, მაქვს საშუალება და ვსარგებლობ ამ საშუალებით, საუკეთესო ექიმებთან გავდივარ კონსულტაციას. ბატონი ამირანიც საქმის კურსშია და მე პირადად ვიცნობ იმ ექიმებს ვინც მკურნალობენ და მათთან გავიარე კონსულტაცია”,-ამბობს მეუფე ნიკოლოზი ვიდეომიმართვაში.