ოკუპანტების მიერ გატაცებული გახელაძის გათავისუფლებისთვის მეუფე ანდრია მადლობას რუსეთს უხდის

“მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი მოვლენა, ნამდვილად ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი და მივულოცო გახელაძეების ოჯახს. მალე სახლში იქნება ზაზა და მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში: საქართველოს ხელისუფლება, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩართული იყო საქართველოს ეკლესია და უშუალოდ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ასევე, დავამატებ, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის მხარეს, რომელმაც გაითვალისწინა, რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი ჩართულობა და ოსურ მხარესაც, რომელმაც, ასე ვთქვათ, შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა და დაუბრუნა თავის ოჯახს”, — განაცხადა მეუფე ანდრიამ, რომელიც გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს პრემიერმინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ერგნეთში დახვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share