გურიის მოამბე

გადადგეს მკვლელი მთავრობა – 17 ივლისს, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – 17 ივლისს, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

ეს არის ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ფაქტია, რომ ხელისუფლებას აშინებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უპრეცედენტო ერთიანობა. სწორედ ამიტომ, ეს პროტესტი იქნება უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ივანიშვილის რეჟიმი ამ ბრძოლაში დამარცხდება! ვიკრიბებით შაბათს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ. დაისაჯოს ყველა მოძალადე! გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!”,– წერია აქციის აღწერაში.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, არ შეიძლება ეს ძალადობა დაუსჯელი დარჩეს:

ახლა სახლში ჯდომა დანაშაულია. ახლა, ერთიაობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოვიდეთ პარლამენტთან და დავანახოთ ამ ხელისუფლებას, რომ არ ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმთან შეგუებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.

ერთ-ერთი აქტივისტის, თამთა კიღურაძის თქმით აუცილებელია ხალხის ხმა ყველამ გაიგოს:

_ 10 დღე გავიდა იმ სასტიკი და ხელისუფლების მიერ წახალისებული დღიდან, როცა რუსეთს მიერ დაფინანსებული ძალები გაუსწორდნენ ყველას, ვინც მათთვის მისაღები არ იყო.5 ივლისი არის დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მუდამ დარჩება იმ სირცხვილის ლაქად, რასაც  ვერასდროს მოიშორებს ქართული ოცნება. ეს არის დღე,  როცა ხელისუფლების მიერ  გზაგახსნილი მოძალადეები სასტიკად გაუწორდნენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყყნის ევროპული მომავალი და სწორი ღირებულებები.  ამ სისხლიანმა დღემ ლექსო ლაშქარავა შეიწირა, ათობით ადამიანი დაასახიჩრა, მაგრამ ამ დრომდე, ერთი  მოძალადეც კი არ დაუკავებიათ. უამრავი კადრის, მტკიცებულების მიუხედავად, ხელისუფლება კანონის დაცვის და დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, მათი დაცვითაა დაკავებული. 10 დღეა, უწყვეტ საპრტესტო აქციებზე ვდგავართ, ვითხოვთ მკვლელების დასჯას, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაც, აუცილებელია დღეს, ყველანი გამოვიდეთ ქუჩაში, ვიყოთ ბევრნი პარლამენტთან და ერთად მოვითხოვოთ მკვლელი, მოძალადე ხელისუფლების გადადგომა და დამნაშავეების დასჯა, _ აღნიშნავს თამთა კიღურაძე.

მედია ქუჩაში მას შემდეგ გავიდა, რაც პუტინისტური, მოძალადე ძალების მიერ 5 ივლისს სასტიკად ნაცემი, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

ხელისუფების მიერ წახალისებული ძალადობის შედეგად, სულ 53 რეპორტიორი დაშავდა.

მედია და საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ჟურნალისტები პერმანენტულ აქციებს მართავენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights