“რეფერენდუმის წინ მე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, რაც არ უნდა დაგეგმოს საქართველოს დემოკრატიის მესაფლავეებმა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს – ამჯერად ის  “ნაციონალურ მოძრაობის” დეპუტატ ნონა მამულაშვილთან ერთად სენატორ მერფის შეხვდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის განცხადება, რომ საქართველომ დაარღვია შეთანხმება, არის უპრეცედენტო და მსგავი რამ არ მომხდარა შევარდნაძის დროსაც. მისი შეფასებით ასევე წარმოუდგენელია შეერთებული შტატების მხრიდან გაკეთებული მინიშნება სანქციების თაობაზე.

მიხეილ სააკაშილის განცხადებით “ქართული ოცნება” ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, რასაც არ დაუშვებენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვაშინგტონის შემდეგ ევროპაშიც გეგმავს ჩასვლას. იგი რამდენიმე მნიშვნელოვან კონფერენციაზეა მიწვეული, სადაც ასევე ისაუბრებს საქართველოს შესახებ.

“ეს უკვე მეორე რაუნდი იყო ნონა მამულაშვილთან ერთად. წინა რაუნდაზე ნიკა მელიასთან ერთად ვიყავით. შევხვდით წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებს. ახლა სენატში შევხვდით სენატორ მერფის, რომელიც სენატში არის ყველაზე მთავარი და წამყვანი სპეციალისტი ჩვენს რეგიონზე. რა შემიძლია ვთქვა, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავარობამ დაარღვია შეთანხმებ. მე არც მახსენდება პრეცენდენტი, რომ ასეთი მინიშნება გაეკეთებინათ ადრე, შევარდნაძის დროსაც კი. ამერიკის საელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ პირდაპირ ილაპარაკა უკვე სანქციებზე. ესეც წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენ თავს, უბედურება. პრაქტიკულად სწრაფად მიგვაქანებენ ესენი რუსეთის ხახაში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

მე გავაკეთებ ჩემი თემის, საერთაშორისო რესურსების მობილიზაციას, ჩვენი მეგობრების მობილიზაციას და რეფერენდუმის წინ მე ვაპირებენ საქართველოში ყოფნას, ჩამოსვლას. რაც არ უნდა დაგეგმოს საქართველოს ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ და სინამდვილეში უზურპატორებმა და საქართველოს დემოკრატიის მესაფლავეებმა, მე ვფიქრობ, რომ ის რაც ხდება საქართველოში, არის დროებითი საშინელება, რომლისგანაც ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გამოსავალას. ვაშინგტონის გარდა ვაპირებენ ევროპაში ჩასვლას. გამოვდივარ რამდენიმე დიდ კონფერენციაზე. სერიოზულ ხალს ვხვდები. პრესაქტიურობას და ვემზადებით რეფერენდუმისთვის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილთან ერთად ვაშინგტონში შეხვედრებზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილიც. მისი თქმით, საქართველ აშშ-სთვის კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია და “ოცნებას” ჩაუვარდება მცდელობა საქართველო წაშალონ საერთაშორისო ფორმატიდან.

პოლიტიკა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share