ტელეკომპანია “მთვარის” დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას ეხმაურება:
“ცხოვრებაში პირველად მიხარია ამერიკაში დემოკრატის პრეზიდენტობა. რატომ?
იმიტომ, რომ არასდროს არავის არ დაუშვია მისი გავლენის სფეროს (საქართველოს) რუსეთისთვის გადაბარება იმდენად, რამდენადაც ტრამპს;
იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩემი სამშობლო ისე რუსული, როგორც ტრამპის დროს;
იმიტომ, რომ არავის არასდროს არ დაუშვია, რომ სამი წელი საქართველოში ამერიკას ელჩი არ ყოლოდა, გარდა ტრამპისა. ელჩი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია ქართველი პატრიოტებისთვის;
იმიტომ, რომ არასდროს არავის არ გადაუყლაპავს სოფლის ბოლო რუსი ოლიგარქის მიერ ელჩის დაბლოკვა და სამი წელი უელჩობა;
იმიტომ რომ არავინ გაწოლია ისე რუსეთს, სამყაროს მთავარ ბოროტებას, როგორც ტრამპი;
იმიტომ, რომ ბოდიში და მახატია ამერიკის ეკონომიკაში რა ხდება და დასაქმების ინდექსი როგორია;
იმიტომ, რომ ამერიკა ჩემთვის, ჩემი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიის იმპორტი და რუსეთის დედის***აა, და არასდროს არ ყოფილა ეს კრიტერიუმები ისე დაჩლუნგებული, როგორც ტრამპის დროს.
ხოდა, აი ამიტომ!”
“ამერიკა ჩემთვის, ჩემი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიის იმპორტი და რუსეთის დედის***აა”- გვარამია